ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაასაჩივრებენ.

როგორც მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ განაცხადა, ბათუმის სასამართლოს განჩინება ადვოკატებს დღეს გადაეცემათ.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალდებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

“დღეს სასამართლოს განაჩენს ჩავიბარებთ, ხვალ სააპელაციოში გავასაჩივრებთ და მერაბ ღოღობერიძის უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცდებით”, – აცხადებს პაატა შავაძე.

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა 10 იანვარს მიუსაჯა.

იტვირთება…

პოპულარული

„ხელვაჩაურში 25 ლარად ნაყიდი პერანგი, H&M-ის ახალ კოლექციაში დამხვდა 89.99 ლარად...“ - ბიზნესი ქართულად
სკანდალური აღიარება - რა ბრძანება გასცა შოთაძის უწყებამ და ვის უნდა დაბრალებოდა რაფალიანცის მკვლელობა
ბილ გეითსი კაცობრიობას აფრთხილებს ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გამოჩენის შედეგებზე
,,მუქარა ტელევიზიაში დატოვა“ - ინგა გრიგოლიას უცნობი პირი სახლში თავდასხმით ემუქრება, ჟურნალისტი პოლიციისგან ზომების მიღებას ითხოვს
დაწერე კომენტარი