“სასამართლომ საქმეს ახალი მტკიცებულება დაურთო, რითაც გამოაშკარავდა რომ ე.წ. დაზარალებული არ არსებობს” – ღვინის ქარხანა N1-ის ადვოკატი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ღვინის ქარხანა N1-ის საქმეზე რეზონანსული საქმის განხილვა გრძელდება.


დღეს სასამართლომ ახალი მტკიცებულება ჩართო, რომლითაც დასტურდება, რომ საქმეზე ე.წ. დაზარალებული არ არსებობს.

ღვინის ქარხანა N1-ის ადვოკატი ამბობს, რომ სარჩელი არის აბსოლუტურ ტყუილზე დაფუძნებული, რასაც უკვე სასამართლომ მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ მოდავე მხარის ინტერესებს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი იცავს, რომლის კეთილსინდისიერებას ღვინის ქარხანა N1-ის ამჟამინდელი მფლობელები ეჭქვეშ აყენებენ.

ყოფილი მთავარი პროკურორი დღეს სირცხვილის დერეფანში გაატარეს.

“არჩილ კბილაშვილი დროის ერთ მონაკვეთში იცავდა ერთი ქონების მიმთვისებელს გიორგი მგალობლიშვილს, მეორე მონაკვეთში იცავდა მეორე მიმთვისებელ კორპორაციას, დროის მესამე მონაკეთში კი აღმოჩნდა დაზარალებულის ინტერესების დამცველი. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველა უფლება უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად. არ შეიძლება კეთილსინდისიერი იყო როცა მოვლენის ერთ მონაკვეთს აფასებ ქონების მითვისებად, თაღლითობად, მეორე მონაკვეთს კი – საწინააღმდეგოდ”,- განაცხადა არჩილ თაბაგარმა.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ 24 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე პროცესი წარმატებით დასრულდება.

„პროცესი ყველა ლოგიკით უნდა დასრულდეს წარმატებით, რადგან სასამართლო ვერ შეეხება იმ ფუნდამენტს რაზეც დგას ქვეყნის განვითარება. ქვეყნის განვითარება კი დგას მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკასა და თავისუფალ ბიზნესსზე და ჩვენ თუ ჩამოვშლით კერძეო საკუთრებას არანაირი ბიზნესის განვითარებაზე საუბარი აღარ იქნება”,- განაცხადა ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა.

რაც შეეხება არჩილ კბილაშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორს უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი, რომ დროის ერთ მონაკვეთში ერთი ქონების მიმთვისებელს გიორგი მგალობლიშვილს იცავდა, მეორე მონაკვეთში კი კომპანიის მეორე მიმთვისებელი კორპორაციის უფლებების დასაცავად იბრძოდა.

„არასწორია რომ მე ამ დავაში სხვა მხარეზე ვმონაწილეობდი. სწორია ის, რომ ამ დავაში, რომელიც 2014 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, მე მხოლოდ ვიყავი იმთავითვე სავანის ადვოკატი. ეგ ერთი, მეორე 2008-209 წლებში სხვა სუბიექტს ჰქონდა ამ ქონებასთან დაკავშირებით პრეტენზია და მაშინ მე ვიყავი იმ სუბიექტის ადვოკატი.

რაც შეეხება საკთხს ხომ არ არსებობს კონფლიქტი 2009 წელში ჩემს წარმოებულ საქმესა და ახალს შორის, არ არსებობს. სანამ მე დავიწყებდი 2014 წლის 22 დეკემბერს ამ უფლების განხორციელებას, ეს საკითხი შევუთანხმე მას, ვინც 2009 წელში მყავდა წარმოდგენილი. ხოლო თავის მხრივ ამ სააქციო საზოგადოებამ იცოდა რომ 2009 წელს მე წარმოვადგენდი იმ სუბიექტს. მარტივად რომ ვქვათ, ვისაც წარმოვადგენდი მაშინ და ვისაც წარმოვადგენ დღეს, ორივეს თანხმობით ვახორციელებ ამ საქმიანობას“ – აცხადებს კბილაშვილი.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ გიორგი მგალობლიშვილის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების სკანდალური საქმითაც, სადაც არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს. „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის თქმით, სწორედ ჩხარტიშვილის დავალებით ჩასვა ბესელიამ მგალობლიშვილი პოლიტპატიმართა სიაში.

გარდა იმისა რომ ეკა ბესელიას გვარი ცნობილია, არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან.

2014 წლიდან, როდესაც მოვამზადე ეს საქმე. მას შემდეგ ჩხარტიშვილთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“- განაცხადა კბილაშვილმა.

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი