,,ზურაბიშვილს ეგონა, რომ ბუნიათაშვილი მას უჭერს მხარს და მადლობა გადაუხადა სტატუსით.. შემდეგ სტატუსი ქ–ნმა კანდიდატმა წაშალა”

სარიშვილი-ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,სალომე ზურაბიშვილს ხატია ბუნიათაშვილის პლაკარი აჩვენეს, სადაც ხატიას ფოტოსთან ერთად გერმანულად ეწერა ღონისძიების სათაური “საქართველოს 48 საათი”, სალომემაც ჩათვალა რომ ხარია მას უჭერს მხარს და თავის გვერდზე მადლობა გადაუხადა სტატუსით, ომელსაც მოყვებოდა მის მხარდამჭერთა აღფრთოვანებული კომენტარები…
მალე ყველაფერი გაირკვა, თან არა მისი მეგობრების არამედ მოწინააღმდეგეების წყალობით და ეს სტატუსი ქ–ნმა კანდიდატმა აიღო.

სალომეზე ლაპარაკიც აღარ მინდა. არც ამ ამბავზე დავწერდი რამეს, მაგრამ ეს უკვე ბოლო წვეთი იყო იმ საზიზღრობის, რასაც ზურაბიშვილის მხარდამჭერები სჩადიან, რომლებსაც ცხოველური სურვილი აქვთ რომ სალომემ გაიმარჯვოას და რის ფასად გააკეთებენ ამას, თუნდაც ეს სალომეს უკიდეგანო დამცირება და იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩენა იყოს, მათთვის სულერთია!
ხოდა ვინ უფრო საზიზღარია ამ დროს?! მგონი გასაგებია ვინც!

ასე რომ ქ–ნო სალომე, საფრთხეს მესინჯერში ან მოწინააღმდეგეებში ნუ ეძებთ! ეს საფრთხე თქვენს გვერდითაა და სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანს გინადგურებთ – საკუთარი თავის პატივისცემას! და თუ ეს მაინც თქვენთვის რამეს ნიშნავს, შეწყვიტეთ ეს საზიზღრობა და უარი თქვით იმაზე, რაც თქვენ არაფერში გამოგადგებათ ნებისმიერ შემთხვევაში! ეცით საკუთარ თავს პატივი!
ამ სიტყვებს თქვენ არც ერთი თქვენი დღევანდელი “გულშემატკივარი” არ გეტყვით!
და ეს ძალიან სამწუხაროა!”- წერს სარიშვილი.

loading…

პოპულარული

„ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა“ - ექიმი დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
"უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს” - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
ჰიპერტონული კრიზი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ხვალ ავტოტრანსპორტის განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს
„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი