სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს – კახა კალაძე თბილისში სარეკლამო აბრების საკითხის მოგვარებას გეგმავს

კახა კალაძე

“სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს,” – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად  ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დაავალა.

„მინდა, სარეკლამო აბრების საკითხს შევეხო, განსაკუთრებით კახეთის გზატკეცილზე. მე მგონია, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მხედველობაში მაქვს ისეთი სარეკლამო აბრები, რომლებიც, მაგალითად, გადასასვლელი ხიდების მსგავს კონსტრუქციებზეა მოწყობილი და გზის მთლიან სიგრძეზეა. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია და მოწესრიგებული უნდა იქნეს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ იქონიოს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ ბიზნესინტერესები, მაგრამ ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე,” –  განაცხადა კახა კალაძემ.

loading...

პოპულარული

9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი! - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე
1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ღამე - ისტორიული კადრები (ვიდეო)
"ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მენატრება" - თამრიკო ჭოველიძის ნივთები და თაროზე მიწებებული საღეჭი რეზინის ისტორია, რომელსაც მამამისი დღემდე ინახავს (ვიდეო)
სამი დაღუპული და ერთი მძიმედ დაშავებული - საზარელი ავარია თბილისში
დაწერე კომენტარი