საპატრიარქო ემხრობა, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებს კომპენსაცია გადაეცეთ

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ემხრობა ინიციატივას, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებს სახელმწიფომ კომპენსაცია გადასცეს. აღნიშნულ საკითხზე გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგნელობაში 21-ე საუკუნის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რაშიც მონაწილეობას თავადაც მიიღეს.

მათი განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილეს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას საბჭოთა პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისთის.

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო მთავრობისგან ყოველწლიურად 25 მილიონით ფინანსდება, რასაც სხვა მატერიალური რესურსიც ემატება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან 100 670მ2 მიწის ნაკვეთი მიიღო, ხოლო 2019 წელს მართლმადიდებელი ეკლესიები თბილისის ბიუჯეტიდან 1,5 მლნ ლარით დაფინანსდა.

დაწერე კომენტარი