საო ,,გრაალი” რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას უერთდება

სტუდენტ ახალგაზრდული ორგანიზაციაა გრაალის წევრები ვუერთდებით კვირას 14:30 წთ-ზე დაგეგმილ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციას და ვაცხადებთ რომ: კაცობრიობის განვითარების ისტორიამ თავის მწვერვალებს სწორედ მაშინ მიაღწია, როცა სახელმწიფოები დასავლეთში ალაპარაკდნენ დემოკრატიულ ღირებულებებზე, როცა შეიქმნა კონსტიტუციები, რომელთა მიხედვითაც დემოკრატიულ ქვეყნებში არავის, მათ შორის არც მთავრობას, არ აქვს უფლება ხელყოს ისეთი ფუნდამენტალური ღირებულებები როგორიცაა: საკუთრების, რწმენის, აზრის გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების უფლება…… მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ და დეკლარირებულად არის პროდასავლური, აი ასეთ დროს საქართველოში იზღუდება სიტყვის თავისუფლება და ქართულ მედია სივრცეში ყველაზე პოპულარულმა და კრიტიკულმა ტელევიზიამ გარე ძალების ქმედებების გამო მაუწყებლობა შეწყვიტა.
ბრძოლა მედიასთაან, ეს ბრძოლაა საკუთარი თავის წინააღმდეგ, მოხდა ქართული მედიის დისკრედიტაცია. და ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ერთ ჩვეულებრივ მედიის საქმეში გარე არაკეთილმოსურნე ძალების ჩარევა, ეს არ არის ერთჯერადი აქტი. ეს არის ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და თუ ეს არაგონივრული კურსი შენარჩუნდა, მაშინ საკმარისია თვალი გადავავლოთ ფაქტებს უახლესი ისტორიიდან, რომ გავიაზროთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს: აღარ იარსებებს დამოუკიდებელი კრიტიკული მედია და ჩვენ მივიღებთ საბჭოური ტიპის ტელევიზიებს … ლოგიკურია ისმის კითხვა:თუ რომელიმე ჩვენგანს შეექმნება პრობლემა, რომელიც მთავრობის არასწორი ქმედების შედეგია, თუ ჩვენს თავისუფლებას სახელმწიფო ფეხქვეშ გათელავს, ,. თუ ეკლესიის დისკრედიტაცია გაგრძელდება, თუ “საყდრისს” ისევ ააფეთქებენ, თუკი ჩვენს არჩევანს, ევროპულ არჩევანს, სწრაფვას დასავლეთისკენ, სწრაფვას დემოკრატიისკენ, თუ ჩვენს კურსს მთავრობა გადაუხვევს და ამ დროს არ იარსებებს დამოუკიდებელი ტელევიზია, ამ შემთხვევაშ რუსთავი 2, როგორ დავიცავთ ჩვენს თავს და როგორ დავიცავთ ჩვენს სახემწიფოს?!
ისტორიას ახსოვს როგორ იზღუდებოდა სიტყვის თავისუფლება და ჩვენ მივიღეთ სტალინიზმი საბჭოთა კავშირში, ჩვენ მივიღეთ ნაციზმი გერმანიაში და კომუნისტური ფიდელ კასტროს რეჟიმი კუბაში, ისტორიას 2007 წლის 7 ნოემბერიც ახსოვს და ამ ყველაფერმა მოიტანა: სისხლი, დანაშაული, ქაოსი, ომი… თუმცა არც ერთ რეჟიმს არ შერჩენია ასეთი ქმედებები, რადგან საზოგადოება საბოოლოოდ ხმას იმაღლებდა და იშორებდა მათ.კაცობრიობის განვითარება ერთ გზაზე მიდის და მას დემოკრატიზაცია ჰქვია და თუ საქართველო ამოვარდება ამ რელსებიდან, თუ ჩვენ ვერ შევძებთ ლიბერალური დემოკრატიის ტრანსპლანტაციას საქართველოში და თუ ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს „უჩვეულო ადგილას“, მაშინ ჩვენ მოგვიწევს შევეგუოთ არშემდგარი სახელწიფოს სტატუსს, მოგვიწევს უარი ვთქვათ მომავალზე და სამუდამოთ დავრჩებით მანკიერ წარსულში, წარსულში, სადაც საზოგადოებას ბრბოდ თვლიდნენ და თავიანთი ავანტიურის მსხვერპლადაც აქცევდნენ ხოლმე…
ყველა ადამიანს, ვისაც ღირებულად მიაჩნია სიტყვის თავისუფლება, ვისაც სურვილი გაქვთ იცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში, მოგიწოდებთ მობრძანდეთ აქციაზე და ერთად ვუთხრათ არა მედიის დისკრედიტაციას!

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი