საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. ლენიმგორის სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნნის წინ, ე.წ. მოსამართლემ, ფატიმა ფარასტაევამ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, მან იხელმძღვანელა რუსეთის სისხლის სამართლის 322-ე მუხლით და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთაში ქარველი ექიმი დამნაშავედ ცნო.

პროცესი დახურულ ფორმატში 5 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ცნობილია ისიც, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დუმილის უფლებას იყენებდა. მას ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ის ამ დრომდე არ აღიარებდა ე.წ. საზღვრის დარღვევას და აცხადებდა რომ ცხინვალი საქართველოა.

პოპულარული

ანჯელინა ჯოლი 45 წლის გახდა - 20 საინტერესო ფაქტი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის შესახებ(ფოტოკოლაჟი)
"სასულიერო პირებმა 12 წლის ბავშვი ხეზე ჩამოკიდეს და სცემეს, ბავშვი როცა ჩუმდებოდა, წყალს ასხამდნენ და მერე ისევ სცემდნენ"- სასულიერო პირი მამებს ამხელს და უმძიმეს ბრალდებას უყენებს
ახალი გამოწვევა: #უმაკიაჟოდ - ცნობილი ადამიანები ფოტოებს მაკიაჟის გარეშე აქვეყნებენ
ვინ არის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული "ოცნების" დეპუტატი - ოზურგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები
დაწერე კომენტარი