“სანამ კარასინის მიერ დაანონსებული რუსული კულტურის ცენტრი შეიქმნება, მანამდე იქნებ დაინტერესდეთ თბილისში მოქმედი “რუსული კლუბის” საქმიანობით” – ლევან ლორთქიფანიძე

ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

რა უცნაური ხალხი ვართ!
შეგვიძლია ალიაქოთი ავტეხოთ ჯერ არ შექმნილი დაწესებულების გამო მაშინ, როდესაც მისი ანალოგი წლებია უპრობლემოდ და უჩუმრად ფუნქციონირებს დედაქალაქის ცენტრში.

სანამ კარასინის მიერ დაანონსებული რუსული კულტურის ცენტრი შეიქმნება, მანამდე იქნებ დაინტერესდეთ თბილისში მოქმედი “რუსული კლუბის” საქმიანობით. ჟურნალებს უშვებენ, წიგნებს ბეჭდავენ, ქვეყანაში მოქმედი ზოგიერთი სამოქალაქო ინსტიტუტის მიმართ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, კარგი დაფინანსებაც აქვთ და ა.შ. ვინმეს ერთი რეპორტაჟი მოუმზადებია მათ შესახებ?

ამასთანავე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც “ცივი ომის” ეპოქის დასავლეთში თავად დემოკრატიული სახელმწიფოები ქმნიდნენ სსრკ-ს შემსწავლელ ცენტრებს, საქართველოს სახელმწიფომ თვითონ უნდა ჩაუყაროს საფუძველი რუსეთის კვლევების უმძლავრეს ინსტიტუტს.

მტერს საკუთარი ხუთი თითივით უნდა ვიცნობდეთ და რუსეთის პოლიტიკის, ეკონომიკის, ისტორიის, სოციალური ყოფისა და კულტურის შესწავლა უნდა მიმდინარეობდეს ინტენსიურად, მხოლოდ საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზედამხედველობით!

პოპულარული

კორონავირუსისგან 18 თვეში შესაძლოა, 65 მილიონი ადამიანი დაიღუპოს - ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის ცენტრი
ბებიის მიერ ტახტში დამალული 43 000 $-ის ისტორია - როგორ დაუბრუნა მოულოდნელად გამდიდრებულმა მამაკაცმა თანხა გარდაცვლილის ოჯახს
ნინი შონია და გიორგი ძოწენიძე "სკანი ჭირი მას" საოცრად ასრულებენ (ვიდეო)
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი