“სანამ თქვენ ელოდებით ამ კომპანიაში გემრიელ ყავას ან დესერტს მანამდე იქ თანამშრომელბი იტანჯებიან”

სოციალურ ქსელში გვერდი არა მონობას მორიგ წერილს აქვეყნებს:

მოგესალმებით, ეს koffe bean and tea leaf- არის, მას რამოდენიმე ფილიალი აქვს თბილიშში.
თბილისი მოლში, მარჯანიშვილზე, კუს ტბაზე, და რუსთაველზე! მოკლედ ჩემო ძვირფასო მკითხველებო, სანამ თქვენ ელოდებით ამ კომპანიაში გემრიელ ყავას ან დესერტს მანამდე იქ თანამშრომელბი იტანჯებიან, დიახ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაგიჩნდებათ კითხვა თუ იტანჯებიან რატომ არ მოდიან სამსახურიდან ან რატომ არ ჩივიან, პასუხი მარტივია, მათ 3-4 თვის ხელფასები აქვთ ასაღები და ეშინიათ თუ ხმას ამოიღებენ ან პრეტენზიას გამოთქვავენ ან სამსახურიდან წამოვლენ მათ ამ ხელფას არ გადაუხდიან და ეს ასეც არის. და რატომ არ უჩივიან? ესეც მარტივია მათი კომპანიის დირექტორი კვლავ ტრაბახობს იმით რომ 3 წლის წინ რომ 2-მა გოგომ უჩვივლა მათი საქმე ისევ თაროზე დევს❗️❗️❗️❗️
მე 2018 წლის 21 ნომებერს დავიწყე მუშაობა ამ კომპანიაში, ბარისტის დამხმარედ, 500 ლარი უნდა მქონოდა ხელფასი და მევალებოდა ძალიან მარტივი რამ. დავხმარებოდი ბარისტას და სამზარეულოს. ნუ მარტივად რომ ვთქვათ დამლაგებელი და მრეცხავი ვყოფილიყავი, ვიყავი დამლაგებელიც, მრეცხავიც, მზარეულიც, ტუალეტების დამლაგებელიც, მათხოვრების გამდევნელიც, რომელიც ხშირად სახეში გვაფურთხებდნენ! უნდა აგვეტანა ყველა წნეხი. თანამშრომლების უმეტესობამ დეკემბერში ოქტომბრის ხელფასი აიღო ნუ ნაახევარი! და ასე გრძელდებოდა ერთი თვე!
ამ ერთი თვის განმავლობაში კომპანიის ეიჩარმა ანუ კადრების განყოფილებამ არ დამიდო ხელშეკრულება! მე გადავწყვიტე სამსახურიდან წამოსვლა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ( თირკმლის პრობლემით) და 1 კვირით ადრე გავაფრთხილე! რამაც გამოიწვია ეიჩარის განრისხება. 10 რიცხვში რომ უნდა ყოფილიყო ხელფასიი ანუ ნოემბერში რომ დავიწყე მუშაობა ხელფასი ავიღე იანვრის ბოლოს . სასაცილოა როგორ უნდა იარსებო ამ დროში 2 თვე უხელფასოდ და თან იარო სამსახურში! ამ კომპანიასი სულ ფეხებზე კიდიათ შენი უფლებები. მათი უფროსი დირექტორი არის სრული აუღებელი ციხესიმაგრეე რომელსაც არც კი ადარდებს ამ კადრების პრობლემები. რომელიც დასცინის მათ დაცინვაა როცა 4 თვე ხელფას ვერ იღებ, და გაჯარიმებენ ყველაფერზე რომ როგორმე ხელფასი შეამცირონ!
მე რათქმაუდნა დიდი სკანდალების და ბევრი შეწუხების შემდეგ ჩამირიცხეს ხელფასიი მაგრამ საქმე ჩემში არაა. ამ კომპანიაში ადამიანები იტანჯებიან უხელფასობით თვიდან თვემნდეე იღებენ ვალებს ბანკისასაც რომ სამსაახურში იარონ, გთხოვთ უბრალოდ ჯანდაბაში გაუშვით ეს კომპანია! 
იცოდეთ მეგობრებო რომ სამარცხვინოო მენეჯმენტი ყავს ამ კომპანიას და თუ ამ კომპანიაში მომუშავე ადამაინები არ გაგიღიმებენ ეს ალბათ იმიტომ რომ 3 თვეა ხელფასზე ამათხოვრებენ და დასცინიან! ვიმედოვნებ რომ რაიმე შეიცვლება ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში და დაფასდება უბრალო ადამიანების შრომა! 
მადლობა

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი