სამხარეო პოლიციის უფროსი ბოროტმოქმედს სხვა მძევლების სანაცვლოდ ჩაბარდა – თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ვითარება ზუგდიდში –   თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

თავდამსხმელს ჩაბარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა.

სამხარეო პოლიციის უფროსი , არაოფიციალური ინფორმაციით, იყო მომლაპარაკებელი, რომელიც უშუალოდ მას ეკონტაქტებოდა. ბანკიდან გასვლის წინ თავდამსხმელს ხელში ეჭირა გახსნილი ხელყუმბარა და თან აქვს ფული, რომელიც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მძევლების გათავისუფლების მიზნით მომლაპარაკებელმა გადასცა. 

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაახლოებით, 22:00 საათზე, ბანკის შენობა თავდასხმსხმელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გასვლისას თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეჭირა.

სად იმყოფება თავდამსხმელი, მძევლებთან ერთად, ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

დაწერე კომენტარი