სამხარაძე: მუხთარლის საქმემ ქვეყნის იმიჯი დააზიანა, ვისი პრემიერობისას მოხდა, ხალხმა იცის

სამხარაძე

“გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა” – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, “ვინ იყო გადაწყვეტილების მიმღები პირი”.

“რა თქმა უნდა, ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი, თუმცა, დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული, ვინ ვისი ბრძანებით გააკეთა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ ეს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ასე შემდეგ, ეს საზოგადოებამ ყველაფერი იცის, რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს” – თქვა სამხარაძემ.

დაწერე კომენტარი