“სამწუხაროა, მამას ივანკასთვის მისი ყიდვა არ შეუძლია” – ჯანსტინ ტრუდოს ფანების არმიას ივანკა ტრამპიც შეუერთდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და კანადის პრემიერის ჯასტინ ტრუდოს პირველი შეხვედრა გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართა.
ინტერნეტხუმრობების საგნად იქცა ტრამპისა და ტრუდოს ხელის ჩამორთმევისას, კანადის პრემიერის სახისგამომეტყველება.

cyc

კანადის პრემიერის ვიზუალს ტაბლოიდები ყოველთვის ხაზს უსვამენ.
სოციალურ მედიას, ტრუდოსთან შეხვედრისას არც პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის გამომეტყველება გამორჩენია და სახალისო პოსტებიც მიუძღვნა.

 

„სამწუხაროა, ეს ერთადერთია, რისი ყიდვას ივანკასთვის მამას არ შეუძლია;“ “ჯანსტინ ტრუდოს ფანების არმიას ივანკა ტრამპიც შეუერთდა” – წერენ სოციალურ ქსელებში.

 

ბევრმა ქეით მიდლტონისა და ჯასტინ ტრუდოს შეხვედრის ამსახველი ფოტო და ჰერცოგინიას გამომეტყველებაც გაიხსენა. სოციალური ქსელების მომხარებლების ნაწილმა კი ოფიციალურ შეხვედრაზე კანადის პრემიერის გვერდით ივანკას ჯდომა გააპროტესტა.

„რა ჯანდაბას აკეთებს ივანკა ტრამპი პრემიერის გვერდით? ის ხომ მთავრობის წევრი არ არის“ – წერენ თვითერზე.

 

 

თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ბიზნესში ქალების ჩართულობის პრობლემას ეხებოდა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ივანკა ჩართულია ამ საკითხში და მისი ღვაწლი ამ კუთხით, დასაფასებელია.

წყარო: newposts.ge

რეკლამა

დაწერე კომენტარი