„სამღვდელოებაც, ჩვენც ჩავეფლეთ მიწიერ ცხოვრებაში, უწმინდესის განცხადება არის იმისთვის, რომ გამოვფხიზლდეთ”- მეუფე ანტონი

პატრიარქის რეზონანსულ განცხადებს, წმინდა სინოდის წევრები ეხმაურებიან, ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის თქმით, პატრიარქის ეს განცხადება არა ნიჰილიზმის, არამედ გამოფხიზლების საბაბი უნდა გახდეს:

„სამღვდელოებაც, ჩვენც ჩავეფლეთ მიწიერ ცხოვრებაში, ასეთი შეგრძნება არსებობს ნამდვილად და უწმინდესმა დაასწრო ყველას და თქვა, ის კითხულობს ერის მაჯისცემას და გაბედულად გამოიტანა და თქვა. ეს ნიჰილიზმის საბაბი არაა, ეს არის იმისთვის რომ გამოვფხიზლდეთ, მიწიერმა საზრუნავებმა ძალიან მოგვკიდა ხელი, ჩვენ წირვის შემდეგ, მომავალ წირვამდე თითქმის ადამიანებთან კონტაქტი არა გვაქვს, ვალდებული ვართ, რომ კვირიდან კვირამდე ვიზრუნოთ ამ ხალხზე.“- განაცხადა მეუფე ანტონმა.

შეგახსენებთ, პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს.

“თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? – ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ,“ – აღნიშნა პატრიარქმა შეხვედრის დასაწყისში.

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი