მთაწმინდის შემოერთებულ ტერიტორიებზე კერძოდ, კოჯორში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

კოჯორი

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე კერძოდ, კოჯორში თოვლისაგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა უკვე დაწყებულია.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“თბილსერვის ჯგუფი” მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

loading…
გააკეთე კომენტარი!