“სამი შვილი დარჩა… დღე-დღეზე მაღაზია უნდა გაეხსნა” – ახალი დეტალები ავჭალაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

მოკლული

თბი­ლის­ში, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. მკვლე­ლო­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.”ამბები” გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კირს ესა­უბ­რა, რო­მელ­საც მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა უჭირს:

ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რი, წე­სი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ჰყავს სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას აპი­რებ­და, რე­მონ­ტი და­ას­რუ­ლა და დღე-დღე­ზე მა­ღა­ზია უნდა გა­ეხ­სნა. დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მას კრი­მი­ნალ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ყვე­ლა­ნი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ და მი­ზეზს ვერ ვპო­უ­ლობთ.

ოჯახ­მა იცო­და, რომ კაცი საქ­მე­ზე გა­ვი­და, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო და ჩა­ცხრი­ლეს, თან მან­ქა­ნა­ში მარ­ტო… დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ირ­კვე­ვა.

იმას გი­დას­ტუ­რებთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და სტრას­ბურ­გი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ცაა ჩა­მო­სუ­ლი წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბის ნა­წილ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს მის­თვის 14 ათა­სი ევრო აქვს კომ­პენ­სა­ცია გა­დახ­დი­ლი. სა­სა­მარ­თლომ თა­ვის დრო­ზე არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, საქ­მე გა­და­ი­ხე­და და გა­მო­ვი­და, რომ ის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი კი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ნემ­სიწ­ვე­რი­ძე გა­მარ­თლდა და გა­მო­ვი­და, რომ 9 წელი ტყუ­ი­ლად იჯდა ცი­ხე­ში”, – განუცხადა ადვოკატმა.

წყარო: ამბები

დაწერე კომენტარი