კოსმოსური სამეფო “ასგარდია” – აზერბაიჯანელი მილიარდელის ამბიციური პროექტი

“კოსმოსური სამეფო” რომლის სახელია “ასგარდია” რუს-აზერბაიჯანელი მილიარდელის იგორ აშურბეილის მიერ არის დაფუძნებული და უახლოეს დროში აპირებს,  გაუშვას პირველი თანამგზავრი კოსმოსური სადგურიდან.  ამ იდეას ძალიან ბევრი გამოხმაურება და  შეფასება მოყვა.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“ასგარდიის” თვითგამოცხადებული მეფის და ამ პროექტის დამფუძნებლის განცხადებით, კოსმოსი ყველასია და ყველას აქვს უფლება იფრინოს თავის დროშით და სახელით.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერიტორია კოსმოსში” – განაცხადა იგორ აშურბეილმა

იგორ აშურბეილი

“ეს წამოწყება ვერანაირად ვერ შეიძლება გავაიგივოთ სახელმწიფო წარმონაქმნთან, რადგანაც ხომალდი არ არის ტერიტორია. მაგალითისვის შეიძლება მოვიყვანოთ საზღვაო ხომალდი, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება სახელმწიფო და მითუმეტეს ტერიტორია.” – განაცხადა კოსმოსის სამართლის ექსპერტმა მარკ სუნდალმა.

 

“ასგარდიის” ტექნიკური დანიშნულება რადიაციის ეფექტის და გავლენის გამოთვლაა მყარ დისკებზე.

მისი ფასი არ არის დადგენილი ,თუმცა ცნობილია რომ  ასეთი თანამგზავრის ფასი 85 000$-დან იწყება.

მისი ფორმა და ზომა ფეხსაცმლის ყუთს გვაგონებს.

თანამგზავრი ასგარდია

აშურბეილმა ასევე განაცხადა, რომ ის აპირებს მთვარეზე გააკეთოს ბაზა და რომ უკვე მოწვეულია 144 000 პოტენციური” ასგარდიის” მოქალაქე 204 ქვეყნიდან და მიმდინარეობს  დაგეგმარება საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.

კოსმოსური სამეფო

საერთაშორისო კოსმოსური სამართალი, უკვე ითვალისწინებს კოსმოსის თავისუფალი გამოყენების კონცეფციას. ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება თავისი პრეტენზიები გამოთქვას მთვარეზე.

“ასგარდია არის პროექტი, იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც არ არსებობს, თუმცა მისი დადებითი მხარე არის ის რომ უამრავი ადამიანი ფიქრობს და იაზრებს ადამიანის მომავალ ცხოვრებას კოსმოსში” – განაცხადა მარკ სუნდალმა

 

loading…
გააკეთე კომენტარი!