სამგორის რაიონში საგზაო და საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში 30-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი ადგილზე გაეცნო და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა.

გამგებელი ფრანგულიანის ქუჩაზე იმყოფება, სადაც 1320 კვადრატული მეტრი ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. ლილოს დასახლებაში პირველი მიკრორაიონის კორპუსების N12, N13, და N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 3781 კვადრატული მეტრი ერთფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „სკინჩი“ აწარმოებს, პროექტის მთლიანი ღირებულება 110 449 ლარს შეადგენს.

სამგორის გამგებელმა ასევე, საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მოსკოვის გამზირზე, N83-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „მშენინვესტი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 32 798.90 ლარია.

საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს ასევე, ბერი სალოსოს 181 ნომერში, სოციალური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოებს ამ შემთვევაში, შპს „ბილდინგ+“ აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 85 002 ლარია.

დაწერე კომენტარი