სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ბერიაშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბერიაშვილის ქუჩის 500 – მეტრიან მონაკვეთში იგება ასფალტის საფარი და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.

cyc

აღნიშნული ქუჩა ერთმანეთთან აკავშირებს აბაშვილისა და გახოკიძის ქუჩებს. მისი კეთილმოწყობით განიტვირთება მითითებული ქუჩები და გადაიჭრება წლების განმავლობაში იქ არსებული გადაადგილების პრობლემა. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სკინჩი“ აწარმოებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია თავის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში, დღეისათვის, ოცამდე მისამართზე ვმუშაობთ, სადაც გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები. კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ნახევარ კილომეტრზე მეტი გზა კეთდება, რომელიც ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან. ამ თვალსაზრისით გადაადგილება ძალიან რთული იყო და, შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული ქუჩის მოწესრიგების გადაწყვეტილება. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბერიაშვილის ქუჩის გარდა, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს წმინდა ბარბარეს უბანში და ლილოს დასახლებაში, ასევე, გიგინეიშვილის, აღნიაშვილის, გაიოზ რექტორისა და თამარის ქუჩებზე. აღნიშნულ მისამართებზე, გზის საფარის განახლების გარდა იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, სამგორის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაო ხორციელდება. შიდა კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მე-3 მასივის მე-10 კვარტალში და ვარკეთილის I-II მიკრორაიონებში. აღნიშნულ მისამართებზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ამასთან, საყრდენი კედლები ეწყობა ქვემო სამგორში, N83-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-4 ჩიხში.

ვარკეთილის I მ/რ-ში, მე-15 კორპუსის მიმდებარედ კი სათამაშო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი