სამარცხვინო ფაქტი – აგვისტოს ომის 11 წლისთავზე გმირის საფლავი გაძარცვეს

ოზურგეთში, აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის საფლავიდან 2 ვერცხლის შანდალი მოიპარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ომში დაღუპული გმირის საფლავზე დღეს მისულ მის მეგობრებს სასანთლეები წაღბული დახვდათ.

“ზუსტად არ ვიცით როდის წაიღეს, მაგრამ, დღეს რომ მოვედით აქ, ეს ვერცხლის შანდლები ადგილზე არ დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ სხვა საფლავებიდანაც წაღებულია ალუმინის მასალები, როგორც ჩანს მასიურად იძარცვება საფლავები”-გვითხრა აგვისტოს ომის მონაწილემ და ოზურგთის საკრებულოს დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ.

ცნობისთვის, ოზურგეთში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჭირისუფალს საფლავები გაძარცვული ხვდებათ.

ამის შესახებ ჩვენ არა ერთი წერილი მოგვიმზადებია. თუმცა, დამნაშავის დაკავების შესახებ შსს-დან ინფორმაცია არ ვრცელდება.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
დიდი რეპრესიები „კანონიერ ქურდებში“ - კალაშოვის კლანი და ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტების“ გავლენა
დაწერე კომენტარი