ე.წ. ყვითელი სამარშუტო ტაქსები თბილისის 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებთან გააჩერებენ

ე.წ. ყვითელი სამარშუტო ტაქსები თბილისის 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებთან გააჩერებენ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა შსს-სთან უკვე შეთანხმებულია.

შავი ჩაი ასკილით

“ჩვენ ვთქვით, რომ შესაძლებელია გამოიყოს კონკრეტული რაიონები, კონკრეტული ქუჩები, სადაც მათ შეეძლებათ გაჩერება მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებებზე. ვიცი, რომ დამუშავებულია კონკრეტული გეგმა შს სამინისტროსთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. ამით თავიდან ავიცილებთ ძალიან დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე აჩერებენ მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და მძღოლებსაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ასევე ქმნიან საცობებს, როცა ხდება ყველა ადგილზე გაჩერება. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, იქნება 14 ქუჩა, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ეს გააცანით მოსახლეობას.

მინდა ვთხოვო ტრანსპორტოს და კეთილმოწყობის სამსახურებს, რომ ამ 14 ქუჩაზე განახორციელოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოსაცდელების გასაფართოებლად, რომ ამ კონკრეტულ ადგილებზე საცობები მიზანმიმართულად არ შევქმნათ. ეს არის მოსაწესრიგებელი. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ინფორმირება, რაიმე დისკომფორტი რომ არ გამოიწვიოს მძღოლებში და მოსახლეობაში,” – განაცხდა კალაძემ.

loading…

პოპულარული

"რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება“ კანდიდატს?! მე მელოდებიან... ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს"- გიორგი მარგველაშვილი
"უნდა ითამაშო არბიტრის როლი მიუხედავად იმისა, რომ გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა შენი გინებით კარიერა გაიკეთოს"- გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა
„გარკვეული რეკრეაციული ადგილები გადაყვანილია სამშენებლო არეალში“ - კალაძე გენგეგმაში შეტანილ ცვლილებებზე
ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე: „დადგება ყველას პასუხისმგებლობის საკითხი ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს“ - პროკურორი
ხორვატმა ფეხბურთელებმა ჩემპიონატში აღებული 23 600 000 ევრო ბავშვთა ფონდს გადაურიცხეს
შორენა ბეგაშვილი თავის რჩეულთან ერთად - ფოტო ფეისბუკიდან
"ჩვენ მას ვუყიდით ლამაზ კაბას, ლამაზ კუბოს და ისე დავკრძალავთ" - გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებია
"ჩემი გაზრდილი იყო, ვერ დავტოვებდი" - ტრანსგენდერი ქალის ბაბუა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი