„ ღალატს ვერც ერთხელ ვერ გავუგებდი და ვერ ვაპატიებდი ამ საქციელს“

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ნინას ჯანმრთელობის პრობლემამ, აჩიკო ექიმისა და ქეთის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა სასიყვარულო ხაზმა, სერიიდან სერიამდე მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა. მსახიობ სალომე შარვაძეს საკმაოდ მძიმე მისია ერგო, სწორედ ის აღმოჩნდა ნინას გვერდით, როცა სიმსივნის დიაგნოზი დასუვეს, ესაა მომენტი, როცა არ უნდა გაჩუმდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს სიტყვები ძალას კარგავენ. ჩვენ სალომეს სერიალში განვითარებულ მოვლენებსა და მის გმირზე ვესაუბრეთ.

– სალომე, ამ სეზონში შენი გმირი, ქეთი სწორედ მაშინ აღმოჩნდა ნინას გვერდით, როცა მოულოდენლად სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროს რთულია რაიმე ფორმით ანუგეშო მეგობარი. რეალურ ცხოვრებაში თუ გქონია მსგავსი გამოცდილება?

– სამწუხაროდ, კი. ჩემს მეგობარს ჩემ თვალწინ დაუსვეს მძიმე დიაგნოზი, ურთულესი გადასატანია ეს ამბავი, გინდა, არ გინდა, შენც მონაწილე ხდები, განიცდი, ცდილობ, ანუგეშო და ერთვები პროცესში. სერიალშიც იგივე სცენარი განმეორდა, რაც ჩემს რეალურ ცხოვრებაში. ქეთი დევდარიანი ნამდვილი გენიოსია, ისეთ რაღაცებს წერს, რაც ძალიან რეალური და ცხოვრებისეულია, მოვლენებს ზედმიწევნითი სიზუსტით მიყვება და ავითარებს, ისე თითქოს თავად იყოს ამის მონაწილე.

mshoblebi

 

– სწორად ამიტომაც ინარჩუნებს სერიალი პოპულარობას…

-შეიძლება იფიქროს მაყურებელმა, რაღა უნდა გვაჩვენონ ახლ სეზონშიო, მაგრამ მოვლენების ისეთ განვითარებას გვთავაზობენ, რომ შეიძლება ღამე არ დაგეძინოს ფიქრით. ნინას თავს გადამხდარი ამბავი, შესაძლოა, სოციალური კამპანიის ჭრილშიც კი განვიხილოთ. არავინაა დაზღვეული და დაცული ამ საშინელი დიაგნოზისგან, თუმცა დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარებადია. ალბათ სწორედ ამის ხაზგასმა უნდოდა ქეთის და სცენარიც სავარაუდოდ, ამ კუთხით განვითარდება.

– სალომე, რამდენად რთული იყო ამ როლის შესარულება იმის ფონზე, რომ ამ მხრივ ცხოვრებაში მძიმე გამოცდილება გქონია?

– ძალიან რთული იყო, გადაღებების დროს ამ ყველაფერს ისე განვიცდიდი, რომ ხასიათზეც კი მეტყობოდა, არა მარტო მე, ყველას. მით უმეტეს გამოცდილი რომ მაქვს, განმიახლდა ის მოგონებები და ნამდვილად იმოქმედა ჩემზე.

 

– გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება ექიმისა და ქეთის ურთიერთობის ხაზი… სოციალურ ქსელში არის დიდი გარჩევა ამ თემასთან დაკავშირებით, ზოგს ვერ წარმოუდგენია ქეთი მოღალატე ცოლის ამპლუაში, ზოგი კი პირიქით, მიიჩნევს, რომ დიახაც, ზაზასნაირი ქმარი ღალატის ღირსია…

– ექიმი ქეთის ცხოვრებაში ძალიან უცნაურად შემოიჭრა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რასაკვირველია ამას ვერ ვიტყვი. რაც შეეხება ზაზას, ალბათ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ასეთი ქმრები და ქეთისნაირი ცოლებიც. ამას წინათ სწორედ იმ მომენტს ვიხსენებდით, ზაზამ რომ ქეთის დაურეკა, ცოლი მომყავსო, მერე ბიკინიც უპოვნა ჯიბეში, ამ დროს კი დათო ეუბნება ჩემს გმირს, იქნებ ახლობლის არის, არ ინერვიულოო… ერთი უბედურებაა ის, რასაც ზაზა აკეთებს და მეორე ის, რომ ქეთი იტანს ამ ყველაფერს. ამის მიზეზი არის გაუნათლებლობა, დაუცველობის გაცნდა, ქალებს არ აქვთ ოჯახისგან მხარდაჭერის იმედი და ეგუებიან საშინელ პირობებს. ვნახოთ, რას იზამს ქეთი, იქნებ ქალურმა შეგრძნებებმა მასშიც გაიღვიძოს, იქნებ გონს მოეგოს, ან ვერც მოეგოს, მოკლან ან დაახრჩონ… ზუსტად მეც არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. მე როგორც მსახიობს, ასეთი დატვირთული და ემოციური სეზონი არ მქონია, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, სერიოზულ თემებს შევეჭიდეთ. თუ ჩემი პერსონაჟი შეიცვლება, გარდასახვა მომიწევს, ამაზე მაგარი კი მსახიობისთვის არაფერი არ არის.

 

– გახდება ქეთი მსხვერპლი?

– არ ვიცი, მაგრამ ქეთი ისედაც მსხვერპლია. სამყარო გაგიჟებულია, უამრავი ფაქტი არსებობს ჩვენ ირგვლივ, როცა ეჭვიანობის ნიადაგზე ქმრები ცოლებს ხოცავენ. თუმცა, ზუსტად რა ბედი ელის ქეთის, მეც არ ვიცი და მეც ძალიან ვნერვიულობ.

 

– ისეთი გარემო და ოჯახის წევრები ჰყავს ქეთის, სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ქმარმა იმსხვერპლოს…

– კი, შესაძლოა, იმიტომ რომ ქმრის ოჯახში კაცის მომენტი სხვანაირად დგას. მამამთილი ავიღოთ თუნდაც, მიდის საყვარლებთან, მერე შორდება მათ, ბრუნდება ოჯახში და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბებია. მათთან მიღებულია, რომ კაცმა ცოლს უნდა უღალატოს, აბა, რა უნდა ქნას?! სამწუხაროდ, დღესაც კი, რეალურ ცხოვრებაში, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ეს ყველაფერი, – „დიდი ამბავი თუ კაცმა „გაიარ-გამოაიარა“… ჩემთვის პირადად, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

 

– თუმცა, არსებობენ თანამედროვე, ჩვენი დროის შემდგარი ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთჯერადი ღალატისთვის ოჯახს არ დაანგრევენ…

– მოცემულ მომენტში კაცმა არ იცის, ვინ როგორ მოიქცევა, შეიძლება აპატიო, შეიძლება – ვერა, თუმცა ჩემთვის, სალომესთვის, ეს წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგი, თბილი, მოსიყვარულე ქმარი მყავს… მიუხედავად ამისა, ვერც ერთხელ ვერ გავუგებდი და ვერ ვაპატიებდი ამ საქციელს. თუ მობეზრდა წყვილს ერთმანეთი, ვთვლი, რომ უნდა დაშორდნენ და მერე ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, არავინაა ვალდებული ანგარიში აბაროს სხვას.

mshoblebi
სალომე მეუღლესთან ერთად

 

– თუმცა, არსებობს სიტუციები, როცა ქალს/კაცს, აქვს ოჯახი და ამ დროს უყვარდება სხვა…

– კი, მომხდარა ასეც, შეიძლება აიჭრას ადამიანი, მაგრამ ამ დროს რა უნდა ქნას ან ერთმა ან მეორემ, უკვე არ ვიცი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გულწრფელობაა, უნდა დაასრულო ერთი ამბავი და დაიწყო მერე ახალი, თუ ამის გაკეთებას აპირებ. მე არ მქონია მსგავსი შემთხვევა და ვერ ვარ კომპეტენტური. მგონია, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა, ერთმანეთის პრობლემებისა და წარმატების გაზიარება. წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის. როგორც მე გამიხარდება ჩემი ქმრის წინსვლა, ასეა ისიც. თუ ქალი ერთხელ მაინც დაუშვებს იმას, რომ ქმრის მოთხოვნით დაჯდება სახლში, ის ყოველთვის იცხოვრებს მისი მეუღლის მიღებული გადაწყვეტილებებით. მე ძალიან მიწყობს ჩემი ქმარი ხელს, გარდა იმისა, რომ მსახიობი ვარ, სხვა ბევრ ადგილას ვმუშაობ, რომ არა ჩემი მეუღლე და მისი ხელშეწყობა, მე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. ის ყველანაირად ზრუნავს, რომ გავიზარდო და განვითარდეს ჩემი კარიერა, მე ვერ ვიცხოვრებდი ისეთ ადამიანთან, ვისაც ჩემი წარმატება არ გაუხარდებოდა და ამით დაიძაბებოდა.

mshoblebi
ქალიშვილთან ერთად

 

– სალომე, დასასრულ მოდი, შენს შვილზე მოგვიყევი, გაიზრდებოდა უკვე…

– კი, 10 წლისაა, დიდი გოგოა. საკმაოდ დამოუკიდებელია და ჩემგან სრულიად განსხვავებული. მართალია დადის ხელოვნების სკოლაში, მაგრამ მსახიობობაზე არ ფიქრობს, ყველაფერს სწავლა ურჩევნია, მათემატიკა უყვარს და უნდა, რომ ნასაში იმუშაოს. მსახიობობაზე მეტად გადაღებები მოსწონს, მუშაობის პროცესით უფრო ინტერესდება. ჩემი შვილიც ძალიან მიწყობს ხელს, თვითონ მეცადინეობს, მხვდება გამზადებული და ცდილობს, სანერვიულო არ მომცეს.

წყარო: mshoblebi.ge

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი