“გთხოვთ არ იდარდოთ ისევ ცხადად თუ ვერ შეგხვდებით…არ გამიხსენოთ ძალიან გთხოვთ თვალზე ცრემლებით”

გრიპის ვირუსით გარდაცვლილი სალომე ქემაშვილის ახლობელი ეთერ ბერიშვილი , სოციალურ ქსელში გოგონას ლექსს უძღვნის:

გემშვიდობებით თუმც არ მინდა მე თქვენგან წასვლა,
წუთისოფელმა ჩამორეკა გლოვის ზარები,
ვხედავ საათსაც დაუწყია წამების ათვლა,
გტოვებთ, ჰო, მაგრამ მე თქვენ ისევ კვლავ მეყვარებით.
არ დაიდარდოთ როცა მოვა კვლავ გაზაფხული,
იებად მოვალ, ენძელებად და გვირილებად,
მოგესალმებით სიყვარულით და არ ნახული
გავალამაზებ კვლავ სამყაროს ნაზ ღიმილებთან.
ზაფხულის მზეში, მზის სხივებად მოგეფერებით,
სულს დაგიამებთ ისე ნაზად ჩაგეხუტებით,
გთხოვთ არ იდარდოთ ისევ ცხადად თუ ვერ შეგხვდებით,
ღამე სიზმრებში კვლავ ლამაზად დაგიბრუნდებით.
შემოდგომის პირს როცა ქარი ფოთლებს მოხვეტავს,
თითო ფოთოლი მე ვიქნები ის ფერშეცვლილი,
ახლა უფერო თქვენთან მოსვლას მე ვერ მოვბედავ,
მაინც ვერ მიცნობთ, ყვავილი ვარ ფერ გაცრეცილი.
ზამთრის ყინვებმა გული თუკი სულ მთლად დაიპყრო,
ნურც მომინატრებთ სიცივისთვის არ მემეტებით,
ჩემი სიცოცხლე ზღაპარივით იყო არ იყო,
ვერ დავიცავი გადავყევი თავგამეტებით.
არ გამიხსენოთ ძალიან გთხოვთ თვალზე ცრემლებით,
ლამაზი წლები მოგონებას დარჩა იარად,
როცა დამლოცავთ, გამიხსენებთ, თქვენთან ვიქნები,
თუ სიყვარულმა არასოდეს გადაგიარათ.
ნათელი შენს სულს სალოოოო 😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢😢 მანანა იმედაძე მანოოოოო არ მაქვს სიტყვები რით განუგეშო 

პოპულარული

რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის გივიკო ბერუაშვილი 24-საათიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
„გამოიკვეთა ადამიანი, ვისაც დაუჭერს ყრილობა მხარს და ეს იქნება გრიგოლ ვაშაძე“ - ენმ-ის ყრილობა 24 მარტს გაიმართება
„გერმანია და შვედეთი არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად“- საფრანგეთის ელჩი
„წარვუდგენთ რეკომენდაციებს, რომ უზენაესი სასამართლო იყოს საუკეთესო ხალხით დაკომპლექტებული“ - ჯანი ბუკიკიო კობახიძის ინიციატივაზე
„რუსეთმა უნდა გამოიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს თავის მეზობლებს“ - პასკალ მენიე
"მზე ღრუბლებში დაცურავს" - ნასვამი "ბორჯღალოსნები" თვითმფრინავში მღერიან (ვიდეო)
საოცრად ემოციური ისტორია გომბორზე დაღუპულ ნიკუშა გუჯეჯიანზე - "არ მინახავს კაცი რომელიც ქალს ესე ექცევა"
რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ მათთან სექსი გინდათ, მაშინ როცა ასე არ არის
აპრილის ბოლომდე დაძაბული და აგრესიული პერიოდია, განსაკუთრებით ქალებისთვის" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი