“ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, იყოს მთავარსარდალი, ის დაუპირისპირდა არმიას” – ომის მონაწილე ბადრი შელია

“მას მორალური უფლება არ აქვს, იყოს მთავარსარდალი, ის დაუპირისპირდა არმიას,“- ეს განცხადება, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში 2008 წლის ომის მონაწილემ, ბადრი შელიამ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გააკეთა.

ყოფილი სამხედრო „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოდის. შელიასთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

ბადრი შელიას თქმით, არ შეიძლება პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„არმია არ არის მარტო დღეს მოქმედი ნაწილები და ჯარისკაცები, არმია ვართ ჩვენ. ხვალ რომ ჩვენმა მტერმა საბრძოლო მოქმედებები განაახლოს, ჩვენ ჩვენი სამშობლო გამოგვიძახებს და ყველანი ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე უნდა დავდგეთ,“- განაცხადა ბადრი შელიამ.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მიუღებელია 2008 წლის ომის მონაწილე, ბაქარ შირაძისთვისაც. მან ფოტოგრაფისა და “ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის მხარდამჭერის, იური მეჩითოვის განცხადებაც გააკრიტიკა.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი