“სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთის მოქალაქეებს”

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დაჟინებით ითხოვენ, სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში მოუხადოს რუსეთს, რათა აღდგეს ავიამიმოსვლები,- ინფორმაციას interfax-ი ავრცელებს.

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დაძაბულიბოს განმუხტვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთის მოქალაქეებს, რადგან ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ის და სხვა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები.

გოსდუმის სპიკერი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოდან აიკრძალა პროდუქციის იმპორტი და ასევე ფულის გადარიცხვები , თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა მისცა ერთი შანი საქართველოს სიტუაციის გამოსასწორებლად და ზემოხსენებული შეზღუდვები გააუქმა. მისი თქმით, ერთადერთი რაც დარჩა დღის წესრიგში, არის მხოლოდ აკრძალვები ფრენებზე.

ვოლოდინმა განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა უფრო აქტიურად უნდა აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უარყონ ყველა ის განცხადება რაც ადრე კეთდებოდა იმისათვის, რათა აღდგეს ურთიერთობა.

ნიუპოსტი

დაწერე კომენტარი