საკრებულოში ,,100 მედეგი ქალაქის’’ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში როკფელერის ფონდის მიერ შექმნილი ,,100 მედეგი ქალაქის’’ ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დედაქალაქის მუნისიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ,  მედეგობის მთავარმა მრჩეველებმა ბარსელონადან, ბრისტოლიდან და პარიზიდან, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევთი და სამეცნიერო დაწესებულებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
შეხვედრაზე, რომელიც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა,  მონაწილეებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ  მიმართა.
გიორგი ალიბეგაშვილი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, პროექტის თაობაზე  ისაუბრა და მასში თბილისის ჩერთულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თბილისი მსოფლიოს ,,100 მედეგი ქალაქის’’ ქსელს 2016 წლის მაისში შეუერთდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქი 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს, რაც ქალაქის მთავრობაში ახალი, ინოვაციური თანამდებობა-მედეგობის მთავარი მრჩეველი შექმნას ითვალისწინებს.
პროექტში მონაწილე ქალაქებს წვდომა ექნებათ გადაწყვეტილებებზე, მომსახურების მომწოდებლებზე და ასევე კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე პარტნიორებზე. ამავდროულად, მონაწილე ქალაქები გლობალური ქსელის წევრები გახდებიან, რაც ერთმანეთისგან სწავლის საშუალებას იძლევა.
შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.thumb2_2uqezttndoios6s (ასლი)thumb2_y2jse9r863v3w8h (ასლი)thumb2_j3vuoylcrxjcike (ასლი)

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი