
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ახალი ალბომის „ეს თბილისია“ პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომის პრეზენტაციასთან ერთად დამთვალიერებელს იმ ფოტოების ნახვაც შეეძლო, რომელიც ალბომში ვერ მოხვდა.
ეს ავტორის რიგით მეთექვსმეტე ნამუშევარია და მასში დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე მოვლენები და ადამიანთა პორტრეტებია შესული.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.