საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, გარემოს დაცვისა, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

cyc

გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, დეპუტატებმა „საქართველოს დედაქლაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე კომისიების წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტების შესახებ იმსჯელეს და საკითხს თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობა მისცეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წრმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი