საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

cyc

სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძე დეპუტატებს საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცვლილების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელი წევრი სევდია უგრეხელიძე განათლებისა და კულტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების ნაცვლად მუშაობას იურიდიულ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიებში განაგრძობს.

კომისიის წევრებმა სხდომაზე  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების, ასევე  ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები განიხილეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

დღესვე იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა შესაბამისი რეაგირების მიზნით, მოქალაქეების განცხადებები განიხილეს.

კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები და უშუალოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი