საკრებულოში ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

cyc

საზეიმო მიღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი კობახიძემ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩთან გიედრიუს პოუჯუნასთან ერთად გახსნა და  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ღონისძიებაზე გიორგი ალიბეგაშვილმა ორი ქვეყნის მეგობრობასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე  ისაუბრა და აღნიშნა, საქართველოში მცხოვრებ ლიტველებზე პირველი სარწმუნო ცნობები  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება. მიღებას, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახლმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონი“ შესრულებით ორი ქვეყნის ჰიმნი შესრულდა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი