საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც კომისიის თავჯმდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა.

cyc

კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრების – სევდია უგრეხელიძისა და მარინა დათუკიშვილის, ასევე საკრებულოს წევრის თამაზ შოშიაშვილის ფრაქციებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“ გასვლისა და ასევე
ფრაქციების- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“ გაუქმებისა და ფრაქციების -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თბილისი“ შექმნის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
აღნიშნული საკითხის განხილვის აუცილებლობა დღის წესრიგში საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ორ გუნდად ჩამოყალიბის შედეგად დადგა.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ასევე საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებებს.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საკრებულოს წევრი მარინა დათუკიშვილი ტოვებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიებს და ხდება გარემოს დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიების წევრი.
მამუკა ახვლედიანი ტოვებს კი გარემოს დაცვის კომისიის ნაცვლად მუშაობას იურიდიულ საკითხთა კომისიაში განაგრძობს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიების შემადგენლობას ტოვებს ირაკლი ნადირაძე და ის ხდება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიების წევრი ხდება.
დავით ავალიანი იურიდიულ საკითხთა, ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების შემადგენლობიდან გამოდის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე გარემოს დაცვის კომისიების წევრი ხდება.
რაც შეეხება თამაზ შოშიაშვილს, ის ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ნაცვლად სარევიზიო კომისიაში ინაცვლებს.
დღესვე დადებითი რეკომენდაცია მიეცა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესების დამტკიცების შესახებ“ და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს #19-55 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას.
ასევე თანხმობა მიეცა თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ან პრივატიზების ფორმით გადაცემას.
კომისიის სხდომა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი