საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის ,,რესპუბლიკელები’’ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ და საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა  ალექსანდრე ელისაშვილმა ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ საქმიანობის შესახებ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

cyc

როგორც ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე  განაცხადა, გასული წლის 28 ნოემბერს   ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ ხელმძღვანელთან გიორგი ბაიდარაშვილთან სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ,,ტფილისის ჰამქრის’’ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ესწრებოდნენ.

დეპუტატის ინფორმაციით, ფრაქცია ,,რესპუბლიკელებმა’’ ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის, მიზნებისა და გეგმების თაობაზე დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვეს, რომლის თანახმად, ფონდი, რომლის მთავარი მიზანი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაა,  მაგალითისთვის,   მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაციას, ასევე თბილისის ზღვის სანაპირო ზოლისა და ლისის ტბის გარშემო ბილიკების კეთილმოწყობას ახორციელებს.

ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგზე ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ საკადრო პოლიტიკაც  გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 58 თანამშრომლიდან ფონდში პროფესიით მხოლოდ ერთი არქიტექტორი მუშაობს.

გამომდინარე ზემოთთქმულიდან, ხათუნა სამნიძე და ალექსანდრე ელისაშვილი ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ მიზნების, ამოცანებისა და სამუშაოების თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე მკაფიოდ კონცეტრირებას და შესაბამისი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი,   ფონდის გაუქმებასა და მისი ფუნქციების მერიის კეთილმოწყობის სამსახურისთვის გადაცემას ითხოვენ.thumb2_57kmxfgamr6m4c8 (ასლი)

რეკლამა

დაწერე კომენტარი