საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

cyc

კომისიის წევრებს  დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება – განახლებაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველო“ წარმომადგენელმა „ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი“ გააცნო, რომელსაც დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს და  საკითხთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგნეს.

დღესვე კომისიის წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების  შესახებ  „ქ. თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის  30  დეკემბრის  #20-105  დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი