საკრებულოს წევრებმა ფორუმში „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ მიიღეს მონაწილეობა

sakrebulo

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობით ორგანოს წევრებმა ფორუმში „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ მიიღეს მონაწილეობა.

cyc

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა პოლონეთის ქალაქ ვადოვიცეს მერთან მატეუშ კლინოვსკისთან ერთად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას არჩეული თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს შორის კომინიკაციის თემაზე NDI-ის კვლევისა და ფოკუს ჯგუფების პრეზენტაცია წარუდგინა.

ფორუმის მონაწილეებმა ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების გზებისა და მექანიზმების თაობაზე, კანონმდებლობის ანალიზზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ფორუმის მიზანი NDI-ის პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკავშირებაა, რათა მათ საქართველოში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონმდებლობასთან დაკავშირებული წარმატებები და გამოწვევები ერთობლივად განიხილონ. მათ შორის  დისკუსია კი დასახლების საერთო კრების, პეტიციისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მექანიზმების პრაქტიკაში განხორციელების თემაზე გაიმართა.

ფორუმი, რომელსაც საკრებულოსა და მერიების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ასევე ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) დაფინანსებითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით სასტუმროში ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი