საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი 1921 წლის  თებერვალში რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ და პარლამენტის შიდა ეზოში წარმოდგენილი იუნკერების ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს.

1921 წლის თებერვალში რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს (ახლანდელი პარლამენტის სასახლის შიდა ეზო).

პოპულარული

უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
მაიორ დვალიშვილს, რომელმაც ლევან იზორიას ძმისსკანდალური კადრები გაასაჯაროვა, ხელისუფლება ატერორებს - საგანგებო განცხადება
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
პოლიტიკური დევნა, სასამართლო, არჩევნები - სენატორ როჯერ ვიკერის უმწვავესი წერილი საქართველოს მთავრობას
ქვემო ქართლის პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა
ბებიის მიერ ტახტში დამალული 43 000 $-ის ისტორია - როგორ დაუბრუნა მოულოდნელად გამდიდრებულმა მამაკაცმა თანხა გარდაცვლილის ოჯახს
ნინი შონია და გიორგი ძოწენიძე "სკანი ჭირი მას" საოცრად ასრულებენ (ვიდეო)
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
"დეპუტატებს მოთმინების ფიალა აევსოთ" - ნარმანია ხაბეიშვილის ცემას ეხმაურება
დაწერე კომენტარი