საკრებულოს წევრები 2016 წელს გამოცემული წიგნების პრეზენტაციას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს გამოცემული წიგნების პრეზენტაციას დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე  18 სამეცნიერო და  სამეცნიერო-პოპულარული წიგნი  აუდიტორიას ავტორებმა თავად წარუდგინეს და მათ შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიება, რომლის მიზანი საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების სამეცნიერო სახით წარდგენაა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
საქართველოში კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი  უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავია, რომელიც სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდას, განვითარებას და ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას  უწყობს ხელს.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი