საკრებულოს წევრები დემიკო ლოლაძის წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, საკრებულოს წევრები- ნუგზარ მალაღურაძე და ჯაბა ჯიშკარიანი სპორტული პუბლიცისტის დემიკო ლოლაძის წიგნის „სლავა მეტრეველი“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

cyc

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა, სლავა მეტრეველი მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს.

საღამოს დასასრულს შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით  საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა მიმართა და წიგნის ავტორს- დემიკო ლოლაძეს მწერალთა კავშირის სახელით ილია ჭავჭავაძის პრემია გადასცა.

ღონისძიებას სპორტული სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი