საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომეზეც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნით, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარისთვის უფლება-მოსილების მოხსნის საკითხის დღის წესრიგში შეტანას უყარეს კენჭი.
კენჭისყრის შედეგად აღნიშნული საკითხი სხდომის  დღის წესრიგში პირველ საკითხად შევიდა, რის შემდეგაც
საკრებულოს წევრების უმრავლესობამ თევდორე კობახიძისთვისუნდობლობის გამოცხადებას  მხარი არ დაუჭირა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ხელოვნების სკოლებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ქ.თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის” სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად დაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი დაამტკიცეს და
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული “სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების” ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანდაუჭირეს მხარი.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განმარტა, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა.
მანვე სხდომაზე “
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა, რასაც საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დეპუტატებმა 
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს და  დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი.
დღესვე საკრებულოს წევრებმა  განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითიდავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტებისშესახებ იმსჯელეს და  წარმოდგენილ საკითხებს თბილისში სხვადასხვა მისამართებზემდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით დაიჯარის ფორმით გადაცემას თანხმობა მისცეს.
დეპუტატების გადაწყვეტილებით,
ცვლილება შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული “დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის” ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ”  და ასევე ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებასა და  განკარგულებაშიც.
დღესვე საკრებულოს წევრებმა
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისპერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის  საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

cyc

thumb2_9z1x318d5b60ev7 (Copy)thumb2_nbqf3hmctopfd3j (Copy)

რეკლამა

დაწერე კომენტარი