საკრებულოს სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიამ რაიონებში ზონალური ცვლილებების თაობაზე იმსჯელა

sakrebulo

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც  კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგითგათვალისწინებული საკითხები გააცნო.
კომისიის წევრებმა „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N:20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებს სამგორის, საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, ასევე დიდუბის, კრწანისის, გლდანისა და ჩუღურეთის რაიონებში ზონალური ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისწარმომადგენელმა მიაწოდა.
შესაბამისი განხილვის შედეგად, კომისიის წევრებმა  წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილის განხილვა კი დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი