საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების  – „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“ წარმომადგენლებმა, ასევე ფრაქციის „ეროვნული ფორუმი“ წევრმა შორენა ბუხრაშვილმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა სევდია უგრეხელიძემ და ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბრიფინგი გამართეს, რომელზეც მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმისთვის სტიქიის ზონაში მდებარე ნაკვეთზე კომპენსაციის სახით მილიონი ლარის გაცემის ფაქტზე ისაუბრეს.

cyc

ფრაქციის „რესპუბლიკელები“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე თბილისის საკრებულოს განკარგულების ერთობლივად შემუშავებულ პროექტსა და  საჯარო რეესტრიდან მიღებული  დამატებითი დოკუმენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბრიფინგზე აღნიშნული საქმის ახალი გარემოებები ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა წარმოადგინა.

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საჯარო რეესტრიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია და ხელშეკრულება ამოიღეს.
მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტებით ნათლად ჩანს, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახლდათ „საქართველოს ბანკი“, ხოლო სამხარაულის ეროვნული ბიუროს შეფასებით, სტიქიამდე ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება 971 ათასი ლარი გახლდათ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 2016 წლის დეკემბრისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთისღირებულება 23 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ნაზღაიძე ამ მიწის პირობითი მესაკუთრე 2016 წლის 29 ნოემბერს გახდა.

,,ასე, რომ სტიქიის მოხდენიდან წელიწადნახევრის შემდეგ თბილისის მთავრობა იღებსგადაწყვეტილებას, რომ ნაზღაიძეს მიწის ნაკვეთის ღირებულება სტიქიამდე, 971 000 ლარიაუნაზღაურდეს’’,- განაცხადა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ გამომდინარეზემოთთქმულიდან, თბილისის საკრებულო შეცდომაში იყო შეყვანილი და დეპუტატებს ესინფორმაცია არ ჰქონდათ.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად წარმომადგენლობითი ორგანოს  თავმჯდომარეს საკითხის  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვის მოთხოვნით დღესვე მიმართეს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი