საკრებულოს დეპუტატები ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

cyc

კონცერტი სახელწოდებით „ევროპისკენ“, თბილისის მერიის ბიგ-ბენდის მონაწილეობით აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი პროცედურების თანახმად, ევროპარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.

ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების და თბილისის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

.

რეკლამა

დაწერე კომენტარი