საკოსნტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

საქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო ცვლილებების  პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, შემდეგ კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება. პარლამენტში ცვლილებებზე მუშაობის პარალელურად, “ქართული ოცნება” დოკუმენტს საერთო საყოველთაო განხილვისთვის ამზადებს. ქვეყნის მთავარი კანონის შემუშავებაში უკვე მოსახლეობა მიიღებს მონაწილებას. მმართველი გუნდი ასევე ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

ვინ აირჩევს პრეზიდენტს, ხალხი თუ ამომრჩეველთა კოლეგია და როგორი საარჩევნო სისიტემა ექნება ქვეყანას – მთავარ კანონში შესატან ცვლილებეზე პარლამენტის თავმჯდომარე დეტალურად დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის პროცესში არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვა იყო. კრიტიკა განსაკუთრებით სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებამ და ახალმა საარჩევნო სისტემამ გამოიწვია. კომისიის წევრთა ნაწილი პროტესტის ნიშნად კანონის შემუშავების პროცესსაც გამოეთიშა.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს – მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).

საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი