შეკვეთილის საკონცერტო დარბაზმა 2017 წელი 6,4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა

რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს


რომ უხაროდათ, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქაო , ამ სახელმწიფოს მისი შენახვა ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება და კიდევ მრავალი მილიონი იმ ”სახელმწიფო” კონცერტების ბიუჯეტიდან დასასუბსიდირებლად, რომელიც იქ იმართება და რომლის გარეშეც ეს ნაგებობა ჯართია. 
წელიწადში ხუთიოდე კონცერტი, მთელი წლის განმავლობაში ბოქლომდადებული ნაგებობა და გაფრენილი მილიონები-ესაა ნაჩუქარი ქონების შედეგი, ისევ ჩვენი სათრევი რომ გახდა. 
2017 წელი საკონცერტო დარბაზმა 6,4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. წელსაც არანაკლები იქნება. 
კერძო საკუთრებაში რომ ყოფილიყო, გაჩნდებოდა ცოცხალი სივრცე და მესაკუთრეც ყველა ღონეს იხმარდა, რომ დაეტვირთა. დარბაზი მრავალი ფუნქციას შეიძენდა და შემოსავალსაც მოიტანდა. 
საჩუქარიც რომ გაღარიბებს?!

პოპულარული

სკანდალი ოქრუაშვილის სარჩელზე - "გაირკვა რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია... სამხარაული გაყალბებაზე უარს ამბობს..."
ჰაკერებმა რუსეთის ФСБ-ს სერვერი გატეხეს - გატანილია 7.5 ტერაბაიტი ინფორმაცია და გამჟღავნებულია საიდუმლო პროექტები
"დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლებმა არ დამამარცხოს" - ეკა კვესიტაძე
"ყველაფერი წინაა... ჩვენ გავიმარჯვებთ და სხვა ადგილიდან აუცილებლად ვიტყვით, დედამოტ*ნულო სვავო ჩვენ დავბრუნდით" - ნიკა გვარამია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი