საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია შინდისი-ტაბახმელას გზაზე

თბილისის მერი დავით ნარმანია, მის მოადგილესთან ლაშა აბაშიძესთან, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

cyc

პროექტი კრწანისის რაიონში, გორგასლის გამზირიდან სოფელ შინდისამდე ამორტიზებული საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. კოლექტორის მთლიანი სიგრძე 5 კილომეტრია.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კოლექტორი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, აბინძურებდა გარემოს და ჩაედინებოდა კრწანისის წყალსაცავში, რამაც რეაბილიტაციის აუცილებლობა განაპირობა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისის შემოერთებულ დასახლებებს საკანალიზაციო ქსელით უზრუნველყოფს და კრწანისი მთავარ საკანალიზაციო ქსელს შეუერთდება. ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არ იყო საკანალიზაციო სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ეს დასახლება საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება და მომავალში განაშენიანების პერსპექტივაზეც არის გათვლილი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საკანალიზაციო კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ ასრულებს.

სამუშაოები 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.

რეკლამა

დაწერე კომენტარი