“სა­ი­დან ამ ახალ­გაზ­რდა კაცს ამ­დე­ნი ღვარ­ძლი, ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი?” – თენგიზ ცერცვაძე გიორგი კალანდაძეს პასუხობს

ცერცვაძე და კალანდაძე

ინფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ნის­ტის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს პა­სუ­ხობს.

“მთე­ლი COVID პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში ცალ­კე­უ­ლი ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთხე­ლაც არ ყო­ფი­ლან COVID კლი­ნი­კა­ში და თვა­ლით არ უნა­ხავთ არ­ცერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი COVID ავად­მყო­ფი, გა­უ­თა­ვებ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ კრი­ტი­კულ პოს­ტებს, სა­დაც ლა­მის ყვე­ლა­ფერს უწუ­ნე­ბენ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და COVID-19-თან ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად ჩაბ­მულ ექი­მებს. ეს იგი­ვეა, ომის დროს სა­კუ­თარ სახ­ლში ბუ­ხარ­თან მო­კა­ლა­თე­ბულ­მაპი­როვ­ნე­ბამ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე მებ­რძოლ ჯა­რის­კა­ცებს თო­ფის და­ჭე­რა და საბ­რძო­ლო ტაქ­ტი­კა ას­წავ­ლოს.

ქვე­ყა­ნა­ში ამ­ჟა­მად 100-მდე COVID კლი­ნი­კაა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას შე­უძ­ლია თა­ვი­სი თა­ვის და ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია ნე­ბის­მი­ერ მათ­გან­ში მო­ახ­დი­ნოს.ცნო­ბილ­მა ექიმ­მა ბ-ნმა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა ამ დღე­ებ­ში ფე­ის­ბუქ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით “ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან”, სა­დაც ბო­რო­ტი წი­თე­ლარ­მი­ე­ლი ბრიყ­ვუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით და­ჟი­ნე­ბით სვამს კი­თხვას “შენ გა­ი­სინ­ჯე დღეს შენი დე­დი­მე­რი?”.
პოსტს თან ახ­ლავს ბ-ნი გი­ორ­გის რა­მო­დე­ნი­მე ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რის ირო­ნი­ულ/ცი­ნი­კუ­რი კო­მენ­ტა­რი და ღლი­ცი­ნი D-დი­მე­რის გა­მოკ­ვლე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბის თე­მა­ზე. მინ­და გარ­კვე­ვით ვუ­თხრა ბ-ნ გი­ორ­გის, მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს (კი­დევ კარ­გი ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი არი­ან) და მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ D-დი­მე­რი, ზო­გი­ერთ სხვა მარ­კერ­თან (კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა, თრომ­ბო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სხვ.) ერ­თად წარ­მო­ად­გენს COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ზის და თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბის, დი­აგ­ნოს­ტი­კის, პრე­ვენ­ცი­ი­სა და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მაჩ­ვე­ნე­ბელს. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში (სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით) და ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში სის­ხლში D-დი­მე­რის გან­სა­ზღვრა უტარ­დე­ბა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID პა­ცი­ენტს, აგ­რეთ­ვე ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნილ იმ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც აღე­ნიშ­ნე­ბა თრომ­ბო­ზის და თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი. ასეთ­მა მიდ­გო­მამ და ადექ­ვა­ტურ­მა ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ურ­მა თე­რა­პი­ამ ათე­ულ და ასე­უ­ლი ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლომ ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის გაზ­რდილ რის­კზე და მისი პრე­ვენ­ცი­ი­სა და მარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რა­მაც მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით სიკ­ვდი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ხოლო ჰოს­პი­ტალს გა­რეთ, დღე­საც კი, COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს, მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­პის და ამე­რი­კის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში ასე­თე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ბ-ნი გი­ორ­გის პას­კვი­ლი სცდე­ბა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის და არა­კო­რექ­ტუ­ლო­ბის ფარ­გლებს და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, რა­მე­თუ იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნი­ჰი­ლიზმს, უნ­დობ­ლო­ბას ექი­მე­ბის და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­მართ და ბევრ მათ­განს (ვინც უარს იტყვის აღ­ნიშ­ნულ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე) პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლოდ წი­რავს.

ბ-ნმა გი­ორ­გიმ ან მარ­თლა არ იცის COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში ამ გა­მოკ­ვლე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ან შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, მაგ­რამ მოქ­მე­დებს პრინ­ცი­პით “რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი”.სამ­წუ­ხა­როდ, ბ-ნი გი­ორ­გის­გან ასე­თი რამ ად­რეც არა­ერ­თგზის გვახ­სოვს. სხვა­დას­ხვა დროს იგი და­უ­ფა­რა­ვი კმა­ყო­ფი­ლე­ბით და ნიშ­ნის მო­გე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტმა, მაგ. რემ­დე­სი­ვირ­მა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რებ­და და ჯე­რაც შეჰ­ყუ­რებს, ვერ გა­ა­მარ­თლა (რა არის ამა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო? ვაქ­ცი­ნა­მაც რომ არ გა­ა­მარ­თლოს, უნდა გაგ­ვი­ხარ­დეს?).

აკ­რი­ტი­კებს კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბას COVID ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. “ნონ­სენ­სად” და “და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბად” მო­იხ­სე­ნი­ებს ე.წ. COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის (რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბას შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის იზო­ლა­ცი­ის, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და მარ­თვის­თვის. არა­და, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი “ნოუ ჰაუ” და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ლა­პა­რა­კობს ექი­მე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრივ ღია კო­რუფ­ცი­ა­ზე?! შეც­დო­მად უთ­ვლის ქვე­ყა­ნას, რომ შვი­დი თვის მან­ძილ­ზე ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით COVID ავა­დო­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის ძა­ლი­ან და­ბალ მაჩ­ვე­ნებ­ლებს. ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე ამ­ბობს, რომ ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნით მკურ­ნა­ლო­ბით ასე­უ­ლო­ბით COVID პა­ცი­ენტს ვავ­ნეთ?! ხოლო რემ­დე­სი­ვირ­ზე (რო­მე­ლიც ჯერ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნი­ლიც კი არ არის) “ცხვი­რი წა­ვი­ტე­ხეთ”. ცი­ნი­კუ­რად აპ­რო­ტეს­ტებს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ პირ­ბა­დე­ე­ბის ღია სივ­რცე­ში გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო COVID პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

სი­ტყვა-სი­ტყვით მოგ­ვყავს მისი ცი­ტა­ტა “თქვე­ნო მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­სო­ბავ, სა­ერ­თოდ სუნ­თქვაც ხომ არ შევ­წყვი­ტოთ და კო­რო­ნა­ვირუ­სიც შე­წყვეტ­და გავ­რცე­ლე­ბას? ჰა??” ანუ, ისევ იგი­ვე პრინ­ცი­პი – “რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი”. შე­იძ­ლე­ბა ასეთ ადა­მი­ანს რა­ი­მე და­უ­ჯე­რო? სა­ი­დან ამ ახალ­გაზ­რდა კაცს ამ­დე­ნი ღვარ­ძლი, ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი?თა­ვის მო­რიგ პოს­ტში ბ-ნი გი­ორ­გი აკ­რი­ტი­კებს ა.წ. 15 ივ­ლისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გა­იდ­ლა­ინს. მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნი სწო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში იძ­ლე­ვა COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ხოლო თუ ბ-ნმა გი­ორ­გიმ რა­ი­მე ვერ გა­ი­გო, ან არ უნდა გა­ი­გოს, ეს მისი პრობ­ლე­მაა. ამას­თან, ჩვენ მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ COVID კლი­ნი­კებ­თან და ვაწ­ვდით მათ უახ­ლეს რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

სხვა­თა­შო­რის, COVID-19-ის მარ­თვა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით გა­დარ­ჩე­ნი­ლი გვყავს არა­ერ­თი უმ­ძი­მე­სი, პრაქ­ტი­კუ­ლად სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. მინ­და ბ-ნ გი­ორ­გის ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც ის კი­თხუ­ლობს და წერს, ჩვენც ვი­ცით და ისიც ვი­ცით, რაც მან არ იცის. სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­დას­ტუ­რე­ბაა ის ფაქ­ტი, რომ დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­შიც კი ქვე­ყა­ნას აქვს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის სიკ­ვდი­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (0,92%). უამ­რა­ვი ტელე­ხი­დი, ტე­ლე­კონ­სულ­ტა­ცია და კონ­სი­ლი­უ­მი ეწყო­ბა, წამ­ყვა­ნი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ჯერ არ მახ­სოვს, რომ ცალ­კე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ან ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის პრინ­ცი­პებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­მელ­საც ბ-ნი გი­ორ­გი ასე­ვე აკ­რი­ტი­კებს, მან უნდა იცო­დეს, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­დღე­ი­სოდ რე­გუ­ლირ­დე­ბა არა წი­ნამ­დე­ბა­რე გა­იდ­ლა­ი­ნით, არა­მედ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ა.წ. 29 ოქ­ტომ­ბრის ბრძა­ნე­ბით, სა­დაც მკა­ფი­ოდ წე­რია, რომ COVID პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რა და სა­ი­ზო­ლა­ციო სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ ვა­და­ზე კლი­ნი­კის ორი ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. სხვა­თა­შო­რის, ის ფაქ­ტი, რომ უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტი უპი­რა­ტე­სად 5-10%, მაქ­სი­მუმ 15%-ია, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია უფრო მეტ პა­ცი­ენტს არ სჭირ­დე­ბა.

უბ­რა­ლოდ, თი­თო­ე­უ­ლი ქვე­ყა­ნა ამას არე­გუ­ლი­რებს კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი COVID სი­ტუ­ა­ცი­ის და არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის (სა­წოლ­ფონ­დის) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბით ცდი­ლობს იხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოც. თუმ­ცა ეს იოლი არ არის, რად­გან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტის შემ­ცი­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ავად­მყო­ფე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას­თან და ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდი­ლო­ბის გაზ­რდილ რისკთან. ასე მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 10% (ყო­ვე­ლი მე­ა­თე) მო­დის ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნილ COVID პა­ცი­ენ­ტებ­ზე, მა­შინ, როცა ჩვენ­თან ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ერ­თე­უ­ლია. ჩვენ ვცდი­ლობთ მოვ­ძებ­ნოთ რა­ღაც ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, რათა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე არ დარ­ჩეს პა­ცი­ენ­ტი, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა და თან კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი ზედ­მე­ტად არ გა­და­იტ­ვირ­თოს.აი, ასე­თია სი­ნამ­დვი­ლე­ში “ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა”,-აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

დაწერე კომენტარი