“საზოგადოებრივი სირცხვილი” და თავის მოჭრა, ეს რა მოვისმინეთ, ჯულიეტა ვაშაყმაძის სამძიმარი, როგორ არ უთხარით ოჯახს , როგორ არ გააყოლეთ ერთი კენტი ყვავილი გასვენებაში” – ჩარკვიანი

თაკო

გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელშიც იგი დედაზე, ჯულიეტა ვაშაყმაძეზე საუბრობდა, თაკო ჩარკვიანი ეხმაურება:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თუ “საზ მაუს მენეჯმენტი” თუ “ თქვენეჯმენტი” თუ არ ვიცი რა გქვიათ , ალბათ ასე გქვიათ “საზოგადოებრივი სირცხვილი” და თავის მოჭრა. ეს რა მოვისმინეთ: ჯულიეტა ვაშაყმაძის სამძიმარი, როგორ არ უთხარით ოჯახს , როგორ არ გააყოლეთ ერთი კენტი ყვავილი გასვენებაში რისი შეგეშინდათ, რომ ვასილ მაღლაფერიძეს “დასჯიდნენ” ამ ერთი თაიგულის გამო და “ოცნების პოლიტსაბჭოში” არ აღმოჩნდებოდა????? ყველა თანხმოვანი, რაც კი არსებობს ეკუთვნის თქვენს “ მენეჯმენტს”. რამ დაგცათ ასე, რამ დაგიყვანათ ასე ფსკერზე ან ვინ და რა ღირს ამად ???????????საოცარია , “ საზოგადოებრივი მაუ” რა უხერხულია, რომ “საზოგადოებრივი თავის მოჭრა “გჭირთ! ანუ საზოგადოდ თავის მოჭრა…….. ვასილ, ლაშა , გლაშა, მაშა ….ჰეი ვინა ხართ მანდ “ მომავლიდან” წარსულის ასეთი “პატივისმცემლები” ყარს სახელმწიფო ბატონებო!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

დაწერე კომენტარი