
სასტუმრო “ბილტმორში” საზოგადოებრივი მოძრაობა – “ახალი ერთობა საქართველოსთვის” პრეზენტაცია დღეს, 12 საათზე დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს.
გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებზე მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ჟღენტმა ისაუბრა. “ახალი ერთობა საქართველოსთვის” აერთიანებს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე პარტიებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირდებიან. მამუკა ჟღენტის თქმით, მათ უამრავი მიზანი აერთიანებთ, მათ შორის კი ქალების როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია.