„საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი“ – კვირიკაშვილს ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდა მთავრობის სხდომის დასასრულს გაახსენდა

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე 2 მოსწავლის მკვლელობის ფაქტს შეეხო.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, შსს ეფექტურად იმუშავა და არავინ დარჩება დაუსჯელი. მთავრობის მეთაურს დღეს წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ უხსენებია, რის გამოც მას ბოდიშის მოხდა მოუწია.
კვირიკაშვილმა საზარელი მკვლელობა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ახსენა.

შავი ჩაი ასკილით

„მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრადეგიაზე, რომელიც თბილისში დატრიალა და რომელმაც 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, პარალელურად კი არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე, 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში, ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, რომ ამან გამოწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულსწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ მინდა, რომ განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, სადაც უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევა, არის დიდი ტრაგედია და რეაგირებას, რომელსაც სახელმიწფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ასეთ ტრაგედიაზე, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

loading…

პოპულარული

"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
"ზუსტად 20 წლის წინ" - ფოტო, რომელზეც უამრავ ცნობილ ადამიანს ამოიცნობთ
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
„მე ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს, ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიცურმა ძალამ“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი