საზარელი შემთხვევა ხობში – დაიღუპულია მცირეწლოვანი გოგონა

საპატრულო პოლიცია

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„ადგილზე მისულებს ოთხი დაშავებული დაგვხვდა. მათგან ორი არასრულწლოვანი იყო. დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება დაგვჭირდა. დაშავებულებს ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება და ოთხივე გადავიყვანეთ ფოთის ჰოსპიტალში. ყველას მდგომარეობა მძიმე იყო“, – განაცხადა ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმმა, ქრისტინე დანელიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი