საზარელი ავარია ოზურგეთში – მდინარეზე მიმავალი ბიძა და ძმიშვილები ტრაქტორით გადაბრუნდნენ

საპატრულო პოლიცია

“გურიის მოამბის”ინფორმაციით, გუშინ ოზურგეთში საზარელი ავარია მოხდა.

სოფელ ძიმითში მცხოვრები გვარჯალაძეების ოჯახის 4 წევრი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა, როცა ბიძას თავისი მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა.

მდინარეზე მისვლამდე მძღოლმა ტრაქტორის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავს, ერთ-ერთ ბავშვს ფუძის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენები კი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები: 

“ორი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ერთი მგონი წელს უნდა შესულიყო სკოლაში, ეს არის ყველაზე პატარა ასაკით და მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მართვით სუნთქვაზეა ეს პატარა თურმე. ასეთი მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახი ჩემს სოფელში სხვა არ მეგულება”-თქვა ადგილობრივმა.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი