“სავარაუდოდ ხვალ იქნება პასუხი”- რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში საქართველოში ჩამოსულ ჩინეთის ორი მოქალაქეზე, როლებსაც კორონავირუსსზე შეამოწმეს

სასწრაფო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი ჩინეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და არ არის საფრთხის შემცველი.

სამინისტროში ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების საჭიროება არ არსებობს.

„37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ვინაიდან ისინი 400 კილომეტრის მოშორებით არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა, მათზე ხორციელდება დაკვირვება. ორჯერ ჩაუტარდათ ჯანმრთელობის მდგომარეობის სკრინინგი, ანალიზები გადაიგზავნა ლაბორატორიაში და სავარაუდოდ ხვალ იქნება პასუხი. საგანგაშო არაფერია. შესაძლოა, ტემპერატურა მათ სხვა, უფრო გავრცელებული რესპირატორული დაავადების გამო ჰქონდათ. დღეისათვის მათ ტემპერატურა უკვე აღარ აქვთ და მათი გადაადგილება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ისინი დღეს დატოვებენ ბათუმს და დაკვირვება 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება იმ რეგიონის შესაბამისი სამსახურების მიერ, სადაც ისინი გადაადგილდებიან“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი